воскресенье, 19 марта 2017 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დღეს ვისწავლეთ ბლოგზე ცალკეული დოკუმენტის და მთლიანი საქაღალდის დრაივზე შენახვა, ჩასწორება და წაშლა. ასევე ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა,
 შემდეგ მოვახდინეთ საკუთარი პროექტის პრეზენტაცია, მოვუსმინეთ ერთმანეთს.  დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის.

вторник, 14 марта 2017 г.

ინტელის მე-8 დღე

დღეს პროექტის გეგმის შაბლონში დავასრულეთ შეფასებების ნაწილი - შეფასების დროის ჩარჩო, შეფასების მოკლე მონახაზი. შეფასების საქაღალდეში შევინახეთ არაფორმალური დაკვირვების ფორმის, თანატოლთა უკუკავშირის ფორმის და პრეზენტაციის ჩეკლისტის შაბლონები. საქაღალდეში სასწავლო პროექტის დამხმარე შევიტანეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გადავაკეთეთ ხარაჩოდ. განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლის ნიმუშები. რას დაამატებდი დღევანდელი დღის ტრენინგიდან?

пятница, 10 марта 2017 г.

ტრენინგის მე-7 დღე

წარმოვადგინეთ "მოსწავლის ნამუშევრის" პრეზენტაციები და განვიხილეთ. ვიმუშავეთ შეფასების ნაწილზე. კერძოთ, შეფასების საქაღალდეში შევიტანეთ ჯგუფური შეფასების, მოსწავლეთა თვითშეფასების, თანატოლთა უკუჯავშირის ფორმის შაბლონები. განვიხილეთ სხვადასხვა ნიმუშები. ასევე განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშის შეფასების რუბრიკები და დავალებათ მივიღეთ რუბრიკის შექმნა.

четверг, 9 марта 2017 г.

ტრენინგის მე-6 დღე

დღეს ჩვენი პროექტების პროცედურული აღწერის მოკლე მონახაზი გავაკეთეთ და განვიხილეთ ინტელის პროექტების ნიმუშები. დავათვალიერეთ მოსწავლის ნიმუშები. ფურცლებზე შევადგინეთ გეგმის პროცედურები, რომელიც მე-5 ჯგუფის მაგალითის მიხედვით გავწერეთ.
საავტორო უფლებების ფაილში შევინახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი და ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა მივუთითოთ მისამართები.
 

воскресенье, 5 марта 2017 г.

ტრენინგის მე-5 დღე

დასაწყისში ვიმუშავეთ წყვილებში, გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს და მივეცით რეცომენდაციები. ვიმუშავეთ ბლოგებზე, კერძოთ, ვისწავლეთ ახალი გვერდების დამატება, "დალინკვა", სურათების ჩასმა, დიზაინის შეცვლა. გავეცანით ქართული პროექტების ნიმუშებს.

суббота, 4 марта 2017 г.

ტრენინგის მე-4 დღე

გავიხსენეთ განვლილი მასალა ერთ-ერთი პედაგოგის სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის მაგალითზე; წარმოვადგინეთ, თემიდან გამომდინარე,  შინაარსობრივი, თემატური და ზოგადი შეკითხვები და განვიხილეთ, თუ რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი პროექტის შინაარსს. შემდეგ, გეგმის შაბლონიდან ვიმუშავეთ შეფასების ნაწილზე, კერძოდ, პროექტის დასაწყისში შეფასების მეთოდებზე. განვიხილეთ და შევავსეთ "ვ. მ-ვ, ვ" სქემა. ავღწერეთ სასწავლო პროცედურები სწორედ ამ სქემის ჩათვლით. 

воскресенье, 26 февраля 2017 г.

ტრენინგის მე-3 დღე.

დღეს პროექტის გეგმის შაბლონი შევავსეთ. წარმოვადგინეთ თემის სათაური, მოკლე აღწერილობა და განვიხილეთ. ამოვიწერეთ სტანდარტიდან ინდიკატორები, რომელიც ჩვენს თემას შეესაბამებოდა, დავწერეთ მიზნები და შევადარეთ ბლუმის ტაქსონომიას. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს და კურსის რესურსებში შევინახეთ ის დოკუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის გეგმის შაბლონის მომზადებაში. ესენია "განახლებული ბლუმის ტაქსონომია",  "მიმართულების მიმცემი კითხვების" პრეზენტაცია და მიმართულების მიმცემი კითხვები.